საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი გასართობ ბიზნესში შედის. ფონდმა მსოფლიოში კონცერტებისა და ღონისძიებების უმსხვილესი ორგანიზატორის - American Live Nation-ის 5,7%-იანი წილი შეიძინა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 10%-ით გაიზარდა.
შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების ბირჟის მონაცემებით, საუდის არაბეთის ფონდმა ამერიკულ კომპანიაში დაახლოებით 518 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოახდინა. საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი აღნიშნულ ორგანიზაციაში Liberty Media Corp-ისა და Vanguard Group-ის შემდეგ მესამე მსხვილი აქციონერია.
კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული კონცერტების თუ სხვა ღონისძიებების შედეგად American Live Nation-ის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან 40%-ით შემცირდა.