უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 1-ელი მაისიდან ლონდონიდან და ვენიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს ანახლებს.
ავიაკომპანიამ ფრენების განახლების გადაწყვეტილება ასევე ევროპის სხვა ქალაქებიდანაც მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, Wizz Air-ი ოპერირებას 20 მიმართულებით დაიწყებს.
რაც შეეხება საქართველოში Wizz Air-ის ოპერირების დაწყების თარიღს, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია და ის ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებული NOTAM-ის საფუძველზე, საქართველო რეგულარული რეისებისთვის 23 მაისის ჩათვლით დახურულია.