2020 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რაც ეკონომიკური გარემოს იგნორირებაა. ამის შესახებ გალთ ენდ თაგარტის კვლევაშია აღნიშნული.
ახალი ბინების ფასი მარტში წინა თვესთან შედარებით, ამერიკულ დოლარში 1%-ით, ხოლო ლარში 3.8%-ით გაიზარდა. თუმცა, 2019 წლის მარტთან შედარებით ფასები მაინც 5.4%-ით არის შემცირებულია.
2020 წლის მარტში ძველი ბინების ფასი დოლარში გაიზარდა 1.9%-ით, ხოლო ლარში 6.0%-ით. ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური.
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები გაიზარდა: ვაკეში, მთაწმინდა, დიდუბე და გლდანი და დიდი დიღომი.