საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბინების გაყიდვები 37.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბინების გაყიდვები 2020 წლის იანვარსა და თებერვალში გაიზარდა, თუმცა მარტში კლება დაფიქსირდა. კვლევის ავტორთა შეფასებით, მარტის პირველ ნახევარში გაყიდვები ზრდას განაგრძობდა, მაგრამ მეორე ნახევარში, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ - 37.6%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლის მარტში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა და გაყიდვების ნახევარს წარმოადგენდა. კერძოდ, გაყიდვების მიხედვით ტოპ-5 უბნიდან ოთხი გარეუბნის - გლდანის, სამგორის, ისნისა და დიდი დიღომის წილი ჯამური გაყიდვების 49.9%-ს შეადგენდა.