ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 11 მაისს, 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 131 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.65 პროცენტით, მაქსიმალური 8.74 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.721 პროცენტით განისაზღვრა.