კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია არა მხოლოდ სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორებზე, არამედ ელიტარული უძრავი ქონების ბაზარზეც.
საკონსულტაციო კომპანია Knight Frank-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ პანდემიის დაწყებამდე, ორგანიზაციის ექსპერტები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდას პროგნოზირებდნენ. მათი გათვლებით, ელიტურ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდებოდა ბევრ ქალაქში, მათ შორის, პარიზში, მაიამიში, ბერლინში, ჟენევასა და სიდნეიში. კერძოდ, მოსალოდნელი იყო, რომ პარიზში ელიტური უძრავი ქონების ფასები 7%-ით, მაიამიში და ბერლინში - 5%-ით, ხოლო ჟენევასა და სიდნეიში - 4%-ით გაიზრდებოდა.
ახალი კვლევის მიხედვით კი, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ბოლოსთვის ელიტურ საცხოვრებელ სახლებზე ფასები მაინც გაიზარდა, თუმცა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 4 ქალაქში. ეს ქალაქებია - ლისაბონი, შანხაი, ვენა და მონაკო.Knight Frank-ის ანგარიშის მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიოში ეპიდემიის გამო გაურკვევლობაა, ფასების რეალური დინამიკა შესაძლოა, პროგნოზისგან ცოტათი განსხვავებული აღმოჩნდეს.