ფასილიტატორების განცხადება ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობა" და მისი "კლასტერი" 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს - მამუკა მდინარაძე - Palitra News

ფასილიტატორების განცხადება ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობა" და მისი "კლასტერი" 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს - მამუკა მდინარაძე

2020-05-12 09:02:03+04:00

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე ფასილიტატორი ელჩების განცხადებას მმართველ გუნდშიც ეხმაურებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, უცხოელმა დიპლომატებმა ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი "კლასტერი" საზოგადოებას 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განმარტებით, ელჩები განცხადებაში ადასტურებენ იმ შინაარსს, რაც შეთანხმების დოკუმენტშია მითითებული და არა ინტერპრეტაციას, რომელიც ოპონენტების მხრიდან ისმოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფასილიტატორ ელჩებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ მიმართა და მოუწოდა, საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.