საუდის არაბეთი ივნისში ნავთობის დღიურ წარმოებას დამატებით 1 მილიონი ბარელით შეამცირებს. აღნიშნული დავალება ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტომ სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს უკვე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შედეგად კი, როგორც ენერგიის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საუდის არაბეთი ივნისში აპრილთან შედარებით ნავთობის მოპოვებას დღიურად დაახლოებით 4 მილიონ 800 ათასი ბარელით შეამცირებს.
ცნობისთვის, გასულ თვეს, OPEC + -ის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 1-ლი მაისიდან შეამცირებდნენ ნავთობის წარმოებას. 23 ქვეყანა შეთანხმდა, რომ დღიურ წარმოებას მთლიანობაში 9 მილიონ 700 ათასი ბარელით შეამცირებდა. Saudi Aramco-მ კი წარმოების შემცირება პირველ მაისამდე დაიწყო.