პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კიდევ ოთხმა პაციენტმა დატოვა - Palitra News

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კიდევ ოთხმა პაციენტმა დატოვა

2020-05-13 12:02:22+04:00

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„13 მაისის მონაცემებით, კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 46 პაციენტი; რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის სამი პაციენტი; თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი; გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“, – აცხადებენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.