საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, 11-დან 9 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 713-ს, გამოჯანმრთელებულთა კი 475 ადამიანს შეადგენს.