გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მტელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრად შემცირებასთან, ვინაიდან ჰაერში მნიშვნელოვნად შემცირდა აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რასაც ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვი წარმოქმნის. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა.