„ჩვენი, ყველას მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია და დემოკრატიული არჩევნები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.გახარიამ ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის მოხსნაზე და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც იქნება შენარჩუნებული.