ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით.
როგორც მაჭავარიანმა მთავრობსი ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, ეს აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს უმუშევრად დარჩენილთათვის დახმარების გაცემა. მინისტრმა დამსაქმებლებს შეახსენა, რომ შესაბამის უწყებას საბანკო რეკვიზიტები 1-ელ ივნისამდე უნდა მიაწოდონ.