ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ კორონავირუსმა ევროკავშირის გადარჩენას საფრთხე შეუქმნა. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ისეთ სუსტ წევრებს, როგორიც იტალიაა.
"თუახლა ევროკავშირი ამას ვერ გააკეთებს, ის ვერ გადაურჩება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მომავალში აღმოჩნდება. ეს არა მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა, არამედ ტრაგიკული რეალობაა..." - აღნიშნა სოროსმა.
ცნობისთვის, იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალდა. ეპიდაფეთქების დროს, ევროკავშირის ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, რამაც ექსპერტების აზრით, ევროპის ერთიანობა ეჭვქვეშ დააყენა. მოგვიანებით იტალიას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ორგანიზაცია იტალიას მაშინ ვერ დაუდგა გვერდით, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.