პარლამენტმა შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ, მისი მესამე მოსმენა დღესვე გაიმართება.
მეორე მოსმენით გამართულ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციამ ცვლილებებისადმი საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ცვლილებები არაკონსტიტუციურად შეაფასა, რასაც თავის მხრივ მმართველი გუნდი არ დაეთანხმა და კანონპოექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება 15 ივლისამდე შეეძლება.