Facebook-ი თანამშრომლების 50%-ს დისტანციურად მუშაობის უფლებას აძლევს. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
დისტანციურად მუშაობის უფლება იმ თანამშრომლებს ექნებათ, რომლებსაც ოფისში მისვლისთვის რამდენიმე საათიანიანი მგზავრობა სჭირდებათ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ, ვისაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვს, ადმინისტრაციას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ და საცხოვრებელი ადგილის მისამართი მიუთითონ.
მაისის დასაწყისში, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა 2020 წლის ბოლომდე შეეძლებათ. კომპანიის ოფისების გახსნა 6 ივლისიდან დაიწყება, მაგრამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს ამ დროის განმავლობაში ოფისებში სამუშაოს განახლებას, ჯერჯერობით მიღებული არ არის.