პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაავადება დამარცხებული არ არის და ახლა საჭიროა ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ თითოეულ მოქალაქეზე იქნება დამოკიდებული, "როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს".
ამასთან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება.