გერმანია მომავალი თვიდან 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გერმანიის მთავრობის სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეზღუდვების მოხსნა შეეხება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას, ასევე შენგენის ზონის ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ისლანდია და ნორვეგია.
ცნობისთვის, გერმანიამ საზღვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვის 17 მარტს ჩაკეტა. ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაიფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.