დედაქალაქის მერის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაძვირდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა იმ მოთხოვნას და რეკომენდაციას დაექვემდებარება, რომელსაც დარგის სპეციალისტები გასცემენ. მათ შორის მოხდება ავტობუსების სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდრიურ რეჟიმში დამუშავება. მოქალაქეების მხრიდან კი პირბადეების ტარება, როგორც ავტობუსებში, ასევე მიკორავტობუსებსა და მეტროში სავალდებულო იქნება.
შეგახსენებთ მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს.