ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის ახალი უსაფრთხოების კანონს მხარი დაუჭირა, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ადმინისტრაციული რეგიონის მოქალაქეები აპროტესტებენ.
კანონის ამოქმედების შემდეგ, ჩინეთი შეძლებს რეგიონში, ისტორიაში პირველად, ჰყავდეს საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოები.
ამასთან, მომიტინგეების პროტესტს იწვევს ახალი კანონის განხილვაც, რომლის თანახმადაც ჩინეთის ჰიმნისადმი უპატივცემულობა დასჯადი ხდება და მისი სწავლების ვალდებულება სკოლებს ეკისრება.
ჩინეთის ადმინისტრაციულ რეგიონში პეკინის გადაწყვეტილებებს ავტონომიისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. მათი თქმით, მსგავსი ქმედებებით "ერთი ქვეყანა-ორი სისტემის" შეთანხმებული პრინციპი ირღვევა.
ცნობისთვის, ჰინგ-კონგში საპროტესტო აქციებზე, ასობით დემონსტრანტი დააკავეს.