სააქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. როინიშვილი ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის არჩევის საჭიროება იმის გამო დადგა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ეწურება.