იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ჩინეთს მოუწევს ტაივანს თავს დაესხას, - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლი ჟუჩენმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ყველა შანსი იმის, რომ მშვიდობიანად გაერთიანება მოხდეს, დაიკარგება, მაშინ შეიარაღებული ძალები გადადგამენ ყველა იმ აუცილებელ ნაბიჯს, რაც საჭიროა სეპარატისტულ ქმედებებთან გასამკლავებლად.
ცნობისთვის, ტაივანი ჩინეთისთვის ყველაზე მწვავე ტერიტორიული საკითხია. პეკინის თქმით, ტაივანი ერთიანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა თავად ტაივანში აცხადებენ, რომ კუნძული დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს.