აჭარის რეგიონში გასულ ღამეში ახალ კორონავირუსზე 426 პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამჟამად აჭარაში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ არის, თუმცა კვლავ გრძელდება რისკჯგუფების, ცხელების ცენტრებში შესული პაციენტებისა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების კვლევა.