დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ პალიტრანიოუსს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება, მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება. გაუმჯობესდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.