ამ ეტაპზე სახელმწიფო დახმარება 72 ტასზე მეტმა იმ მოქალაქემ მიიღო რომელმაც პანდემიის დროს სამუშაო ადგილი დაკარგა.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კონპენსაციებისთვის 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მისივე ინფორმაციით, დახმარება მიიღო 31 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა და ჯამურად ამისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სოციალური დახმარება მაისის თვის მონაცემებით სრულად არის ჩარიცხული. მისივე თქმით, მონაცემების დამუშავება ამ წუთებშიც მიმდინარეობს და კომისია განიხილავს დამატებით შემოსულ საბუთებს.
დოკუმენტაციის მიღება 1 ივლისამდე გაგრძელდება, რომელსაც კომისია ეტაპობრივად განიხილავს და შესაბამისად მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები.