ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ის ცდილობს ქვეყანას იმ პოზიციიდან გამოადგეს, სადაც ახლა მუშაობს და არანაირი სურვილი არ აქვს პოლიტიკაში მოსვლის.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ის პოლიტიკაში იყო 2004 წლამდე, ჰქონდა შემოთავაზება 2012 წელსაც, თუმცა 69 წლის ასაკში პოლიტიკა მისი განვლილი გზაა და მისი პოლიტიკური ნაბიჯები დასრულებულია.