თურქეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნა. პირველი ივნისიდან, განახლდა საქალაქთაშორისო მოძრაობა, ასევე გაიხსნა საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, ბიბლიოთეკები, რესტორნები, კაფეები, პლაჟები და პარკები.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ, თურქეთმა შიდა ფრენებიც განაახლა. მარტის შემდეგ პირველი ფრენა სტამბოლიდან ანკარის მიმართულებით განხორციელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში შიდა ფრენები სრულად არ აღდგენილა. აეროპორტები ფრენებს იზმირში, ანტალიაში, ტრაბზონში, სტამბულსა და ანკარაში მიიღებენ.
ცნობისთვის, თურქეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 164 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.