პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს.
როგორც ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს. როგორც ფრაქციაში აცხადებენ, მინისტრი პარლმანეტში ამჯერად 4 საკითხზე დაიბარეს, რომელთაგან 2 კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და სამომავლო პროგნოზს უკავშირდება, დანარჩენი საკითხები კი 520- ე დადგენილებას და სოციალური მუშაკების გათავისუფლებას ეხება