კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 18-დან 30 მაისის პერიოდში ებოლას ვირუსით ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი 15 წლის გოგონა დაიღუპა. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა ტვიტერში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კონგოს ჩრდილოეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მბანდაკაში ებოლას ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 4 ფატალური შედეგით დასრულდა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2018 წელს დაწყებულ ებოლას ეპიდემიის ტალღას ჯერ კიდევ ებრძვიან. ქვეყანაში დღემდე ებოლას ვირუსით დაინფიცირების 3 406 შემთხვევაა გამოვლინდა, 2 243 ადამიანი კი დაიღუპა.