ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგიური პარკი მნახველებისთვის მალე გაიხსნება. პარკი სტუმრებს 15 ივლისიდან უმასპინძლებს. ფოტოგაფმა ბადრი ვადაჭკორიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მათზე ის იშვიათი ჯიშის ცხოველები და ფრინველებია ასახული, რომლებიც პარკში ბინადრობენე - ხალებიანი ირები, ფლამინგოები, ლემურები და ა.შ
ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში ის ხეებიც მოხვდა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დენდროლოგიურ პარკში ეზიდება.