ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შუამდგომლობების დაყენებას არ გეგმავს. საძაგლიშვილის განმარტებით, დაიკითხება გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი და ასევე ექსპერტები.
რურუას ადვოკატები ძმები თორაძეების საქმესაც გამოხმაურნენ და ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უშინაარსოა.
რაც შეეხება შეკითხვებს, ადვოკატებს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილთან დაკავშირებული საკითხი.