დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მზიურის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა დასასრულს უახლოვდება კიკვიძის პარკის რეაბილიტაციაც.
მერის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ყაზბეგის გამზირზე ახალი პარკი გაიხსნა. ამასთან, დაწყებულია სკვერების რეაბილიტაცია გლდანის მე-8 მიკრორაიონშიც. მზად არის ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტიც.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.