საიუველირო ნაკეთობების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, დანიური კომპანია Pandora 2025 წლიდან მის წარმოებაში მხოლოდ გადამუშავებულ ოქროსა და ვერცხლს გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს პანდორას აქსესუარების 71% გადამუშავებული ლითონისგან მზადდება. ასეთ მასალაზე სრული გადასვლა ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფას ვერცხლის შემთხვევაში 2/3-ით, ოქროს შემთხვევაში კი 99%-ით შეამცირებს.
წარმოებაში გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებასთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დანიაში Pandor-ას აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ კი 33 მილიარდ 370 მილიონ კრონს მიაღწია.
Pandora 1982 წელს, კოპენჰაგენში დაარსდა. ყველაზე დიდი პოპულარობით ბრენდის სამაჯურები სარგებლობს. კომპანია წლის განმავლობაში წარმოებაში 340 ტონა ვერცხლს და 300 ტონა ოქროს იყენებს. კომპანია აპირებს, უზრუნველყოს, რომ ყველა მისი მომწოდებელი მთლიანად გადამუშავებულ ძვირფას ლითონებზე გადავიდეს.