ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი ერთი პოლიციელი კი დაშავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლო შენობისკენ მიემართებოდნენ და მათი ნაწილი პოლიციის მოთხოვნას, უკან დაეხიათ, არ დაემორჩილა, შემდეგ კი სამართალდამცავების მანქანა ალყაში მოაქციეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ათობით ქალაქში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, გარდაცვალებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ფლოიდი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების დროს გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.