ქუთაისის ცენტრში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, 2 ივნისს 26 მაისის ქუჩაზე დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის დაიწყო. თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენი საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მათი ინფორმაციით, მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და ბიზნესმენის მხრიდან ჰაერში გასროლა მოყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ შესულა შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოძიება არ დაწყებულა.