ის, რაც ჯორჯ ფლოიდს დაემართა ამ ქვეყანაში, განათლების, ჯანდაცვის სისტემებსა და ამერიკული ცხოვრების ყველა სფეროში ყოველდღე ხდება,- ამის შესახებ ცნობილმა ამერიკელმა სამოქალაქო აქტივისტმა ალ შარპტონმა მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე განაცხადა.
ცერემონიის დროს სიტყვა წარმოთქვა ფლოიდების ოჯახის ადვოკატმა ბენჯამინ კრაპმაც და განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდი რასიზმის და დისკრიმინაციის პანდემიამ მოკლა და არა კორონავირუსის პანდემიამ. მისივე თქმით, რასიზმის და დისკრიმინაციის პანდემია ამერიკისთვის კარგად არის ცნობილი. სამოქალაქო პანაშვიდის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში პატივი მიაგეს.
გამოძიების მიხედვით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, ჯორჯ ფლოიდის კისერზე მუხლი სწორედ ამ დროის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი.