განათლების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად განახორციელა კვლევა, რომელშიც შესწავლილია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გაანალიზებულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართება დასაქმებასა და შრომის ბაზართან.
კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიული განათლება და გადამზადება დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, კვლევის შედეგები უკვე საფუძვლად დაედო სტუდენტების ჩარიცხვის წესში ცვლილებების შემოღებას, რის შედეგადაც გაიზრდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა სოციალურად დაუცველი სტუდენდებისთვის.