კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 185 ნიმუშიდან, ყველა პასუხი ნეგატიურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ამ ეტაპზე კახეთში ხუთი საკარანტინო სივრცეში 192 ადამიანი იმყოფება.