არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ემიგრანტების ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და იმ ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება მოითხოვეს, რომლებსაც ამის ფინანსური სახსრები არ აქვთ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი გაჩერებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მათი განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს.
აქციის მონაწილეებმა ამ მოთხოვნით დავით ზალკალიანის სახელზე სამინისტროში წერილიც შეიტანეს.