საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ დაფუძნებული ქრისტიანული კლევის საერთაშორისო ცენტრისა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა მთაწმინდის პანთეონში აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილე აღნიშნეს. მათი განცხადებით, ეს თარიღი სრულიად საქართველოსთვის და ქრისტიანული სარწმუნეობისთვის არის მნიშვნელოვანი.
ღონისძიების მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ქართველი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი წმინდანად შეირაცხება.