19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებები დღეს საკანონმდებლო ორგანოში კეთდება.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაფარული ვერაფერი დარჩება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, არის თუ არა საქმეში პოლიტიკური გავლენები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატის სალომე სამადაშვილის, განცხადებით კი პროკურატურას განსაკუთრებული ინტერესი აქვს საქმის მიცქმალვის და რეალურად საქმის გამოძიებას მასმედია ახდენს.