კომპანია „გილეადი“, რომელიც რემდესივირის უმსხვილესი მწარმოებელია ევროპის ქვეყნებს პრეპარატს შემოდგომისთვის მიაწვდის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით გადაწყვეტენ თუ რომელი ქვეყანა რა ოდენობით პრეპარატს მიიღებს.
ამასთან „გილეადის“ მტკიცებით, მიმდიანრე წლის დეკემბრამდე ისინი შეძლებენ პრეპრატის ყოვეთვიური წარმოება 2 მილიონამდე გაზარდონ.
შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ „რემდესივირის“ 500 000 დოზა შეიძინა. მათ კომპანია „გილეადთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმეს, რის შედეგადაც ივლისში კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის 100%-ს აშშ-ში გამოიყენებენ.