ირანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 221 ადამიანი დაიღუპა, რაც, ეპიდემიის დაწყებიდან, ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ირანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 458-ს მიაღწია, აქედან დაღუპულია 12 305 და გამოჯანმრთელებულია 212 176 ადამიანი.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ირანი მე-10 ადგილზე დგას მსოფლიოში.