მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
Forbes-ის მიხედვით, Amazon-ს დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 182 მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორმაციით, ტრილიონ 540 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა Amazon-ს კაპიტალიზაციაც. Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარად არის შეფასებული.
ამასთან, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად კი, ბოლო დღეებში მისი ქონება 30 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.