ევროკავშირში კრიზისის შემდგომი ეკონომიკის აღდგენა, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, გახდება მთავარი პრიორიტეტი ევროჯგუფის ახალი თავმჯდომარისთვის პასკალ დონოჰიუსთვის. ამის შესახებ მან ირლანდიურ ტელეკომპანია RTE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოსტი ევროკავშირში ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პოსტებთან ერთად.
დონოჰიუსთვის უპირველესი საქმე იქნება შეიმუშავოს ევროზონის ეკონომიკის აღდგენის გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ევროზონის ეკონომიკური ვარდნა წელს 8,7%-ს შეადგენს.
ირლანდიის ფინანსთა მინისტრი პასკალ დონოჰიუ ევროჯგუფის ახალ ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ აირჩიეს. ეს არის ევროზონის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების საბჭო.