საქართველოს წამყვანი საარბიტრაჟო ცენტრები ეთიკის საერთო სტანდარტებზე შეთანხმდნენ. შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა. უფრო კონკრეტულად კი, ,,ეთიკის კოდექსი“ წარმოადგენს არბიტრების სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც მათ ნეიტრალურობას, მიუკერძოებლობას და შესაბამისი პროცედურების დაცვას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, ეთიკის კოდექსის დაცვა აქამდეც სავალდებულო იყო, თუმცა მხოლოდ არბიტრთა ასოციაციის წევრებისთვის. ახალი მემორანდუმი კი საგრძნობლად აფართოებს მის მოქმედებას და შესაძლებლობას აძლევს ასცოაციას, რომ არაწევრი არბიტრების მიერ წარმოებული შემთხვევებიც განიხილოს. საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, დამოუკიდებელი და სანდო საარბიტრაჟო პროცესის არსებობა მნიშვნელოვანია კომერციული დავების ეფექტიანად გადაწყვეტისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა, საერთაშორისო ბიზნეს ნდობის მოპოვებას გულისხმობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას.გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, არბიტრაჟის და მედიაციის განვითარება მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ დავების გადაწყვეტის უფრო სწრაფ და იაფ საშუალებას იძლევა, სასამართლოსთან შედარებით. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, ვინაიდან დროში გაწელილი დავები ბიზნეს სექტორს საგრძნობლად აზარალებს.აღსანიშნავია, რომ ეთიკის კოდექსის დარღვევას შემთხვევაში, დისციპლინური განხილვა გაიმართება არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში. რასაც სანქციების დაწესება, ან შესაძლოა, კონკრეტული არბიტრის ასოციაციის წევრობიდან გარიცხვაც მოჰყვეს.