მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ქალი გახდა. აღნიშნულის შესახებ Forbes იუწყება.
მაკენზი ბეზოსმა განქორწინების შედეგად, ივლისში კომპანია Amazon-ის აქციების 4% მიიღო. ქორწინების გაუქმების მომენტისთვის მათი ჯამური ღირებულება 38 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა, პანდემიის დროს Amazon-ის აქციებზე ფასმა მკვეთრად მოიმატა, შედეგად, დღეისთვის მაკენზი ბეზოსის ქონება 62 მილიარდ 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
გამოცემის ცნობით, მან ამერიკის უმდიდრესი ქალების რეიტინგში ლიდერობა Walmart-ის ქსელის დამფუძნებლის ქალიშვილს, ელის უოლტონს ჩამოართვა, რომელიც ამ დროისთვის 57 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს.