რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 746 369-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 156 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 770-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 523 249 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 10 424 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.