საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო, მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაული მიულოცა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რელიგიური ტურიზმის მიმართულებას და ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაოს, რაზეც მათ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნებათ.