"თბილისის ზღვის პლაზაში" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი - "მიჰაუსი" გაიხსნა, რომლის ფართობი 12 000 კვ/მ-ია. გიგანტურ ჰიპერმარკეტში 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000 პროდუქტია და ეს ყველაფერი 11 სექციაშია წარმოდგენილი. ჰიპერმარკეტის გახსნა, საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. მიჰაუსის წარმომადგენლებთან ერთად, მიჰაუსო ოფიციალურად გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ შესვლისთანავე, მომხმარებელს დახვდება სენსორული მონიტორები. ეს ტექნოლოგიური მოწყობილობა სასურველი პროდუქტის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. გარდა სენსორული მონიტორებისა, მომხმარებელს „მიჰაუსის“ უზარმაზარ სივრცეში ნავიგაცია იატაკის ფერებითაც შეუძლია. იმისთვის, რომ მომხმარებელმა დროის ეკონომიაც გააკეთოს და საკუთარ არჩევანს ზუსტად მოარგოს ესა თუ ის პროდუქტი. ამაში მათ "მიჰაუსის" კონსულტანტებიც აქტიურად დაეხმარებიან. "მიჰაუსის" ინოვაციად მიიჩნევა ამიერკავკასიის ბაზარზე VR სათვალის დანერგვა კლიენტების მომსახურებაში. კერძოდ, "მიჰაუსის" დიზაინერები მომხმარებლის სურვილის შესაბამისად შექმნიან ინტერიერის დიზაინს და 3D გამოსახულებით აჩვენებენ დამკვეთს. ამ სათვალის მეშვეობით მომხმარებელი მთლიანად ათვალიერებს თავის მომავალ სახლს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც რემონტის დროს, ასევე გაუთვალისწინებელი პროცესებისგან გამოწვეულ დამატებით ხარჯებს. ჰიპერმარკეტი ,,მიჰაუსი“ გამორჩეული იმითაც არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შეძენა აქ დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ამასთან, ყველა მომხმარებელი მიიღებს ე.წ. ლოიალურობის ბარათს, ხოლო ამავე ბარათით ერთგული მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებს.